Pages

Monday, July 26, 2010

ტირილის ინსტრუქცია

ხულიო კორტასარი

გვერდზე გადავდოთ მოტივები და მივხედოთ ტირილის სწორ მანერას, თან უნდა გვესმოდეს, რომ ეს ტირილი არ უნდა გადაიზარდოს სკანდალში და არც შეურაცხყოს ღიმილი თავისი პარალელური და სულელური მსგავსებით. ძირითადი, ანუ ჩვეულებრივი ტირილი ხდება სახის კუნთების შეკუმშვით, რასაც მოჰყვება სპაზმური ხასიათის ხმები და ცრემლები, ბოლოს კი ჟღვლინტები, რადგან ტირილი სრულდება იმ დროს, როდესაც ადამიანი ენერგიულად იხოცავს ცხვირს. ტირილის დროს უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე და თუ ეს შეუძლებელია იმის გამო, რომ თქვენ გარე სამყაროს რწმენა უფრო გაქვთ, მაშინ იფიქრეთ იხვზე, რომელსაც ჭიანჭველები დაესია, ან კიდევ მაგელანის სრუტის იმ პატარა ყურეებზე, რომლებშიც არავინ არასდროს შედის. როგორც კი ტირილი დაიწყება, სახე უნდა დაიფაროთ ორივე ხელით ისე, რომ ხელისგულები თქვენსკენ იყოს მიტრიალებული. ბავშვებმა უნდა იტირონ ისე, რომ სახეზე მკლავი ჰქონდეთ აფარებული. სურვილისამებრ შეუძლიათ იდგნენ ოთახის ერთ-ერთ კუთხეში. ტირილის საშუალო ხანგრძლივობა უნდა იყოს სამი წუთი.

2 comments:

  1. ჰაჰა რამაზ რასთან დაკავშირებით ასეთი ინსტრუქცია?

    ReplyDelete
  2. ვახ, კაცო, რა კუდებს აბამთ სულა ვერ გავიგე, პროსტა სახალისოა რა და თან კორტასარი მიყვარს ძალიან და თან ესპანურში ვვარჯიშობ რო ვთარგმნი. მეტი არაფერი. :-)

    ReplyDelete