Pages

Wednesday, July 21, 2010

ლუკა


ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ლუკა. მე სულ ასე ვეძახი, სინამდვილეში მზია ქვია. ძალიან ნიჭიერი, თბილი, მხიარული და მეგობრული გოგოა. ერთად ვმუშაობდით ბევრგან და არც ერთხელ არ გავუწბილებივარ. მისი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ შეუძლია ბავშვური იყოს, ანუ ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, მხოლოდ ბავშვებს რომ მოსდით თავში. ამას წინათ მის ბლოგს გადავავლე თვალი (mzushiko.wordpress.com) და ასეთი ფრაზა წავიკითხე - ’ამ ბოლო დროს მგონია, რომ ხანი დამეზმო’ და ბოლოს კიდევ ერთი - ’ხან დაზმული ვარ, ხან - არა’.

ძალიან გავმხიარულდი და გამახსენდა ჩემი ბავშვობის ამბები. დაახლოებით 6 წლის ვიყავი და კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, როდესაც დავადგინე, რომ მოდების ატელიეში (ასე ეძახდნენ მაშინ სამკერვალოებს) შესვლა სასურველი არ იყო, იმიტომ რომ თუ შეხვიდოდი, ერთს მაგრად მოგადებდნენ ყბაში და ისე გამოგიშვებდნენ, ვარაზისხევის აღმართს ’საჯანჯღაროს’ ვეძახდი და კიდევ რა ვიცი, რამდენი იყო ასეთი.

კარგია ბავშვობა და კარგი ხალხია ის, ვისაც შეუძლია ბავშვური ლოგიკა დიდი ხნით დაიტოვოს.

2 comments:

  1. რა კარგია რამაზიკო. მე ავდგები ახლა და ამ შენს პოსტს ყველგან დავდებ :)

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ! :) რუსეთთან ომის დროს მე და ჩემი უფროსი შვილი, ლენო (უმცროსი მაშინ მუცელში იჯდა) აბასთუმანში ვიყავით. ხოდა..ტელევიზორში წარამარა ამბობდნენ: რუსები გვბომბავენო..ლენო დგას, უსმენს და კითხულობს: დედა, ბები გვბომბავს? )) (ვინც არ იცი იმათთვის ცნობა: დედა რუსი მყავს) )))

    ReplyDelete